logo
ENG



ჩინეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოცდის მე-2 ეტაპზე გადადის

15 მაი 202015:04
3 წუთის საკითხავი
 

ჩინეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოცდის მეორე ეტაპზე გადადის. ქვეყნის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელთა განცხადებით, პრეპარატები უკვე გამოსცადეს 2000 ადამიანზე და მათ გვერდითი მოვლენები ჯერჯერობით არ ახასიათებთ.  

კლინიკური ცდების მეორე ეტაპის დასრულება ივლისის ბოლოს იგეგმება. მსოფლიოში დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო 100-ზე მეტ პოტენციურ ვაქცინაზე მუშაობენ და კლინიკურ ცდას მხოლოდ 12 მათგანი გადის. მეცნიერების ვარაუდით შესაძლოა ვაქცინა უკვე სექტემბრისთვის მზად იყოს. 


close დახურვა